რამდენჯერად საჭიერო იქნება, იმდენჯერ გადმოგხედავ – მამუკა ხაზარაძის დაკითხვა | 06.12.2021

ხმაური იყო დღეს საქალაქო სასამართლოში, სადაც  მამუკა ხაზარაძე დაიკითხა.  პარტია “ლელოს” ლიდერის სიტყვას  პროკურორების გაღიზიანება და სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ხაზარაძემ პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ძველბიჭურ საუბარში დაადანაშაულა. თავად ტყეშელაშვილმა კი ხაზარაძე სასამართლო წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა და მოსამართლეს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. სასამართლო პროცესზე “თიბისი” ბანკსი დამფუძნებელმა მის წინააღდემდეგ აღძრული  საქმის პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრა. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ არანაირ ე.წ. ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია და წაყენებული ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული. მისი თქმით,  სამართლებრივი დავის მიზეზი ანაკლიის პროექტის ჩაგდება იყო, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა, 17 მილიონამდე ლარის გათეთერებას ედავება. საქმეში ბრალდებულია ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელიც, რომელსაც პროკურატურა ჯაფარიძისთვის და ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.