პურის ფასი შესაძლოა 10-15 თეთრით კიდევ გაიზარდოს | 03.12.2021

მომავალი წლიდან პურზე ფასი შესაძლოა 10-15 თეთრით კიდევ გაიზარდოს. პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდოარე ამბობს, რომ ახალ წლამდე პურზე ფასის მომატება მოსალოდნელი არ არის, თუმცა რუსეთმა ხორბლის ფასის ზრდა უკვე დაანონსა, რაც პურის ფასზე აისახება, ვინაიდან ხორბალი ქვეყანაში სწორედ რუსეთიდან შემოდის. გარდა ამისა მომავალი წლიდან სრულდება ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამაც, რაც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პურის ფასზე ასევე აისახება.