თუ ის საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ მაშინ უკრაინაში – ლიზა იასკო | 03.12.2021

მიხეილ სააკაშვილი მნახველებს ყოველდღიურად იღებს.  ექსპრეზიდენტი დღეს  უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ მოინახულა.  ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მოკვლა სურს. რადას დეპუტატი საქართველოს მესამე პრეზიდენტის  უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი მოინახულა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა  ხატია დეკანოიძემაც. ექსპრეზიდენტის თანაგუნდელი ამბობს,რომ   სააკაშვილთან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და იმ გზავნილებზე ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან  შეხვედრაზე უნდა გააჟღერონ.

“პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა” – ასე აფასებს  საბრალდებო სკამზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს დედაქალაქის მერი. კახა კალაძე ირწმუნება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს პასუხისგება კიდევ ბევრ საკითხზე მოუწევს.

მიხეილ სააკაშვილი ისევ ახალი პოლიტიკური განცხადებებისთვის ემზადება. რამდენიმე დღეში  მოვლენების ეპიცენტრი ისევ საქალაქო სასამართლო იქნება. ამჯერად მოსამართლემ ექსპრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე უნდა იმსჯელოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები