სათამაშო ბიზნესი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული ახალი რეგულაციების წინააღმდეგ | 02.12.2021

პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დღეს პირველად, სექტორის  წარმომადგენლები ალაპარაკდნენ. ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული რეგულაციები მათთვის კატეგორიუად მიუღებელი აღმოჩნდა, ამბობენ, რომ ინიციატივები  არაპროგნოზირებადი და გაუაზრებელია, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე.  როგორც მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე სექტორის წარმომადგენლებმა თქვეს, ცვლილებები   ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებასთან ერთად უმუშევართა რაოდენობის ზრდასაც გამოიწვევს. სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს უჭირთ თქმა, თუ რას უკავშირდება რეალურად მთავრობის რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება. მათივე თქმით, სურვილის  მიუხედავად, მთავრობიდან მათთან კომუნიკაცია არავის უცდია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონალინ სათამაშო ბიზნესი 70 პროცენტამდე  დაიბეგრება, ასევე აიწევს ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე და აიკრძალება ონლაინ კაზინოების  რეკლამები. შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ, პრემიერის დავალებით, უკვე მოამზადა.