ზოგს, როგორც ჩანს, არ ესმის, რომ დემოკრატია მოსაზრებათა მრავალფეროვნებას მოითხოვს – კელი დეგნანი | 02.12.2021

მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც გამოეხმაურა. კელი დეგნანი პოზიტიურად აფასებს ექსპრეზიდენტის მისსავე სასამართლო პროცესზე დასწრების ფაქტს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები წინ გადადგმული ნაბიჯია სამართლიანი სასამართლოს მიღწევისთვის. დეგნანის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მხარდამჭერები მშვიდობიანი შეკრების წესით სარგებლობენ.

“ვფიქრობ, პოზიტიურია, რომ ბატონ სააკაშვილს აქვს საშუალება, პირადად დაესწროს მის სასამართლო პროცესს მეორედ. პოლიციამ დიდი საქმე გასწია, ორგანიზება გაუკეთა, რომ ის იქ მოხვედრილიყო უსაფრთხოდ. მედიას აქვს საშუალება, გააშუქოს ეს ამბავი და საზოგადოებას შეუძლია ამ ამბავზე დაკვირვება. ეს ასევე მნიშვნელოვანია სამართლიანი სასამართლოსთვის. ყველა ეს ელემენტი ხელს უწყობს სამართლიანი სასამართლოს ჩატარებას. ვფიქრობ, საქმეები უნდა გაგრძელდეს ყველა მონაწილე მხარის მიერ უფლებების დაცვით.”

კელი დეგნანი ხელისუფლების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმასა და მოსამართლეების დანიშნვნასაც გამოეხმაურა. ელჩის თქმით, მისთვის ძნელი გასაგებია, რატომ გახდა საჭირო დანიშვნების პროცესის დაჩქარება.  მას იმედი აქვს გატარდება ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, რომლის განხორციელებაზეც პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, დეგნანი აღნიშნავს, რომ სამწუხარო იქნება თუ ყველა პარტიის მიერ შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები