წინააღმდეგობის მიუხედავად, „ოცნებამ“ მოსამართლეები უვადოდ დანიშნა | 01.12.2021

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. ოპოზიციური სპექტრისა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგობის მიუხედავად, უზენაეს სასამართლოში უვადოდ  ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე დაინიშნენ. ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. თვლიან, რომ “ქართულმა ოცნებამ” კლანური სასამართლო საბოლოოდ დააკომპლექტა.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ გამწესებას მხარი არ დაუჭირეს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმაც. ამბობენ, რომ პროცესი არ არის გამჭვირვალე და დემოკრატიულ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში მოდის. მოსამართლეების უვადოდ გამწესებას მხარი არ დაუჭირა არც პარტია “მოქალაქეებმა”.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები