„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ეს პროცესი, მიუხედავად მოწოდებების,ა არ შეჩერდა” | 29.11.2021

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ეს პროცესი მიუხედავად მოწოდებებისა არ შეჩერდა” – ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს ეხმაურება. კელი დეგნანის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ გრძელდება მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, როდესაც საქართველოს ლიდერებმა აღიარეს, რომ მეტი სამუშაო არის ჩასატარებელი გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ღირსეული მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები გაიმართა. პროცესი ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები