ევროკავშირის ელჩის ბოიკოტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის პროცესს | 25.11.2021

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის პროცესს, ევროკავშირის ელჩმა ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც ირკვევა, კარლ ჰარცელი პარლამენტში მიმდინარე მოსმენებზე დამკვირვებლად მიიწვიეს, თუმცა ელჩმა უარი განაცხადა. მიზეზი კი მისი თქმით, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. ევროკავშირი, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ქვეყნის სხვა დასავლელი პარტნიორები,  მოსამართლეთა შერჩევის ამ პროცესს უნდობლობას უცხადებს, რადგან ელჩის თქმით, პროცესი  მათი რეკომენდაციების გვერდის ავლით მიმდიბარეობს.  კარლ ჰარცლერის თქმით პროცესი, მართლმსაჯულების სრულ რეფორმამდე  უნდა შეჩერდეს.