აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადადგომა მოითხოვეს დღეს თბილისშიც | 25.11.2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომა მოითხოვეს დღეს თბილისში.  “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან პარტია “დროას” წევრები  და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. მათ ადგილზე ჰქონდათ მიტანილი ბანერები წარწერით – “ქართული ოცნება კლავს” , “თორნიკე რიჟვაძე კლავს”. “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, მათი თანაგუნდელი ნუგზარ ფუტკარაძე,  რომელიც რამდენიმე დღის  წინ გულის შეტევით გარდაიცვალა,  თორნიკე რიჟვაძის  მამის, დავით რიჟვაძის  და ყოფილი ძალოვანების მუქარის მსხვერპლი გახდა. ისინი ფუტკარაძის მოსყიდვას ცდილობდნენ,  სანაცვლოდ  მას “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას და საკრებულოში, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შესვლას თხოვდნენ

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები