პრემიერი ღარიბაშვილი საერთაშორისო პარტნიორების მისამართით მიზანმიმართულ შეტევას აგრძელებს | 24.11.2021

“პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო პარტნიორების მისამართით მიზანმიმართულ შეტევას აგრძელებს” – ამ შეფასებას  ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის  იმ განცხადების შემდეგ აკეთებს, რომელითაც მან   ევროპარლამენტარები  და კონგრესმენები,  ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბების წევრებად მოიხსენია. ირკვევა, რომ მათი განცხადებები პრემიერისთვის  უინტერესოა, რადგან მათ პრემიერი პოლიტიკურად მიკერძოებულად თვლის.