„ქართული ოცნება“ ომბუდსმენის კრიტიკას აგრძელებს | 24.11.2021

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შემდეგ,  ნინო ლომჯარიაზე შეტევა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიტანა.  პრემიერი ლომჯარიას ოპოზიციასთან ასოცირებულს  უწოდებს და მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიღებულ გადაწყვეტილებებს კი  უსამართლოს. ღარიბაშვილმა ომბუდსმენი არაობიექტურობაში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადანაშაულა.  მთავრობის მეთაურის ამ შეფასებებს იმეორებენ დღეს  მისი თანაგუნდელებიც.  ხელისუფლების კრიტიკა არ უკვირს ოპოზიციას. მათი თქმით, მიზეზი – ომბუდსმენის ინსტიტუტის დამოუკიდებლობააა. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ   სახალხო დამცველის გაკონტროლება ვერ შეძლო, რის გამოც ნინო ლომჯარია დღეს “ქართული ოცნების” კრიტიკის მთავარი სამიზნეა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები