საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე, მთავრობა კორონაპანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის | 24.11.2021

“თუ ხელისუფლება კორონა პანდემიის  მართვასთან დაკავშირებით, მიდგომებს  არ შეცვლის, ადამიანური დანაკარგი კიდევ უფრო გაიზრდება” –  განცხადება დღეს “ევროპული საქართველოს” წევრმა, ექიმმა,  ვახტანგ კალოიანმა გააკეთა.  საგანგაშო ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალს კალოანი სავალდებულო ვაქცინაციაში ხედავს. ამბობს, რომ საჭიროა მობილური ჯგუფების გააქტიურება, წამახალისებელი საგადასახადო შეღავათების დაწესება და აქტიურ საინფორმაციო კამპანია.

საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე, მთავრობა კორონა პანდემიის გამო დაწესებულ შეზრუდვებს ხსნის. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტლებით რესტორნებისთვის საათობრიოვი შეზღუდვა იხსნება და ისინი  სტუმრების მიღებას 23:00 საათის შემდეგაც შეძლებენ.  საბჭოს გადაწყვეტილებითვე, იხსნება კინოთეატრებში, ოპერებსა და თატრებში მაყურებელთა დასწრების  რაოდენობრიივი შეზღუდვაც და მათი რიცხვი 30%-დან  50%-მდე გაიზრდება.  კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც უქმდება, საქართველოში დაბრუნებისას  საზღვარზე PCR ტესტის წარდგენაა.

ქვეყანაში  ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ საგანგაშოა. ბოლო 24 საათში  კორონავირუსისგან კიდევ 64 ადამიანი გარდაიცვალა,  3201 კი დაინფიცირდა. საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე ისევ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. გასულ დღე-ღამეში კოვიდსაწინააღმდეგო აცრა მხოლოდ  3 707 ადამიანმა გაიკეთა. ეპიდემიოლოგები გამოსავალს ვაქცინაციაში ხედავენ.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 822 383 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 763 755 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 679 კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები