სისუსტე დავამარცხე, დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი, მალე გამომწერენ – ელენე ხოშტარია | 23.11.2021

17-დღიანი შიმშილობის შემდეგ ელენე ხოშტარიამ საკვები პირველად დღეს მიიღო.  “დროას” ლიდერმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. ხოშტარია ამბობს, რომ სისუსტე დაამარცხა და ანალიზების დინამიკა იმდენად კარგი აქვს, რომ იმედოვნებს  საავადმყოფოდან მალე გაწერენ.

“დროას” ლიდერი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრიდან შიმშილობდა, ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას უკვე მეხუთე დღეა “ნიუ ჰოსპიტალის” კლინიკაში გადის.