მე-4 დღე გორის სამხედრო ჰოსპიტალში – მესამე პრეზიედენტის მდგომარეობა ყოველდღიურად სტაბილურდება | 23.11.2021

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას სამთავრობო კონსილიუმის წევრები ყოველდღიურად აკვირდებიან. მედიკოსების განმარტებით, ექსპრეზიდენტის  მდგომარეობა ყოველდღიურად სტაბილურდება.  50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, სააკაშვილი საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით იღებს.

პატიმრის მდგომარეობას შეაფასებს ომბუდსმენის  მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფიც.  მანამდე, სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში-სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბრის გადაწყვეტილებას აქვეყნებს. ირკვევა, რომ სტრასბურგის სასამართლომ გამოსცა დროებითი ღონისძიება, რომლითაც სახელმწიფოს დაავალა, ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით ეხელმძღვანელა და მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა. სწორედ ამ დღეს შესთავაზა იუსტიციის სამინისტრომ ყოფილ პრეზიდენტს მკურნალობის გორის ჰოსპიტალში გაგრძელება.  როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტეს,  სტრასბურგიდან ოფიციალური წერილი მათ,   მას შემდეგ მიიღეს, რაც მინისტრმა ბრეგაძემ, სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.