გერმანიის ელჩის, მისი მეუღლისა და ივანიშვილის კორუფციული კავშირები – გერმანული მედია ელჩს ამხელს | 23.11.2021

გერმანული მედია საქართველოში გერმანიის ელჩს ამხელს. გავლენიანი რერმანული გამოცემა BILD წერს, რომ ჰუბერტ კნირში საქართველოში მმართველი ძალის ინტერესების დამცველად ითვლება, მისი ცოლი კი სავარაუდოდ ოლიგარქ ივანიშვილისგან მოგებას ნახულობს.

„მისი ცოლი ორმაგ მოგებას ნახულობს სახელმწიფო კონტრაქტიდან და სამსახურიდან ოლიგარქის უნივერსიტეტში. ანტიკორუფციული ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამას განიხილავს, როგორც „კორუფციის შესაძლო შემთხვევის ნიშნებს“,“ –ნათქვამია გამოცემა BILD-ის სტატიაში. მასალაშია განხილულია რამდენიმე შემთხვევა, რაც მთავრობის მიმართ ელჩის სიმპატიებს ადასტურებს.

“სტატია არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე NGO-ებთან”- ასე ეხმაურება ჰუბერტ ქნირში ბრალდებებს და აცხადებს, რომ მის საქმიანობაზე ყველას შეუძლია საკუთარი აზრი შეიქმნას, გერმანიის საელჩო კი გააგრძელებს მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.

ჰუბერ კნირში 2018 წლიდან საქართველოში გერმანიის ელჩია, იქამდე კი მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მუშაობდა. კნირშს არაერთხელ ადანაშაულებდნენ ცალმხრივ განცხადებებში და პოლიტიკურ გავლენებში მმართველი პარტიის “ქართული ოცნებისა“ და მის უკან მდგომი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ.