გიორგი გახარიას პარტია “ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” წინადადებით მიმართავს | 22.11.2021

გიორგი გახარიას პარტია “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” წინადადებით მიმართავს. პარტია “საქართველოსთვის” იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებითაა წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს.  პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით,  ასეთ კონფიგურაციაში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან. მანამდე, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას”, საკრებულოებში საკადრო შემადგენლობის დაბალანსების მიზნით ღია მოლაპარაკებები შესთავაზა.