„ქართული ოცნების“ ლიდერები ელენე ხოშტარიას შიმშილბის შეწყვეტას სთხოვენ | 17.11.2021

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე მე-15 დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარია. მოშიმშილე დეპუტატი  დღეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და საპარლაენტო უმრავლესობის წევრებმა მოინახულეს. მმართველი გუნდის ლიდერებმა ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეყვეტა სთხოვეს, რასაც დროას ლიდერი არ დათანხმდა. ელენე ხოშტარიამ “ქართული ოცნების” წევრებს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზები შესთავაზა და ისიც უთხრა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი დრო არ აქვთ.  მმართველი პარტიის ლიდერები ქვეყნაში შექმნილ ვითარებაზე და ოპოზიციონერი დეპუტატების შიმშილობაზე პასუხიმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებენ, ხელისუფლების პასუხიმგებლობას კი  მხოლოდ სათანადო მოპყრობასა და მოშიმშილეების მკურნალობაში ხედავენ.

ელენე ხოშტარიასთან ერთად პარლამენტში კიდევ 9 დეპუტატი შიმშილობს. ოპოზიციონერი ლიდერები უკვე მეოთხე დღეა საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან და მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. პროტესტის  შეწყვეტას კი იქამდე არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. მოშიმშილე დეპუტატები ამბობენ, რომ თავს ნორმალურად გრძნობენ, თუმცა მათი თქმით, მძიმეა მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომ საკითხი მოკლე ვადაში უნდა გადაწყდეს.

პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატები დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ მოინახულა. ნიკა სიმონიშვილი პოლიტიკოსებს ურჩევს, რომ  პრობლემის გადასაჭრეად გარკვეული ნაბიჯები გადადგან და შეთანხმებამდე მივიდნენ.

ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავენ “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები. გახარიას თანაპარტიელები თვლიან, რომ მამრთველმა პარტიამ მხიეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს, მათ შორის თუ რატომ არ  აძლევენ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს სასამართლოზე დასწრების უფლებას.  პარტია “საქართველოსთვის” წევრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების არგუმენტები უსუსურობის გამოვლინებაა. პარტია “გირჩის” ლიდერი კი არსებული ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებაში ხედავს.

მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო პაატა ბურჭულაძემაც. მსოფლიო ბანი უკვე მეორე დღეა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს.  პაატა ბურჭულაძე საქართველოში გუშინ დაბრუნდა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრების ნახვის შემდეგ მიიღო.

როგორ განვითარდება მოვლენები უცნობია. შიმშილობის გამო პოლიტიკოსების ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან მძიმდება. მიუხედავად ამისა ისინი პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანს. “ქართული ოცნება” კი დათმობაზე წასვლას არ აპირებს და ყველაფერზე პასუხისმგებლობას მოშიმშილე ექსპრეზიდეტს აკისრებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები