“ძალიან ცუდად არის, ადამიანი კედელ-კედელ შემოვიდა, ვერ დგას წესიერად ფეხზე” | 16.11.2021

უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სასაკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. ლუდმილა დენოსვას დღეს ოფიციალური უარი ეთქვა. ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად ჩამოსულ ომბუცმენს ეჭვი აქვს, რომ  ხელისუფლება რაღაცას მალავს. როგორც დენისოვამ მედიასთან თქვა,  ის წერილობით მიმართავს დაწესებულების მთავარ ექიმს და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელოებისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაციას სთხოვს. უკრაინის სახალხო დამცველმა  მედიასთან ასევე  წაიკითხა წერილი, რომელიც მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისგან მისმა ადვოკატმა გადასცა.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 47 დღეა შიმშილობს.  მესამე პრეზიდენტისდ ჯანმრთელობის მდგომარეობასძთან დაკავშირებით, განმარტება დღეს პენტიენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტმა გააკეთა. მათი მტკიცებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა ნორმაშია და  მას საფრთხე არ ემუქრება. განსხვავებულია სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაცია, ისინი ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

გლდანის მეთვრამეტე დაწესებულებაში შესვლაზე უარს უცხადებენ კონსილიუმსაც. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს,  სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ, კონსილიუმის საჭიროება არ არსებობს. კონსილიუმის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს ვერც იუსტიციის მინისტრი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები