სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს | 16.11.2021

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეში “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” შუალედური ზომების მითითების შესახებ მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლო ითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უზრუნველყოს მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება. სტრასბურგის სასამართლო ასევე განმარტავს, რომ დროებითი ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც, მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები