იუსტიციის მინისტრი ანა ფოტიგასგან ტერმინ – “პოლიტიკური პატიმრის” განმარტებას ითხოვს | 13.11.2021

მას შემდეგ რაც, იუსტიციის სამინისტრომ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას,  მიხეილ სააკაშვილის  მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მონახულებაზე უარი უთხრა, მინისტრი რატი ბერეგაზე ვრცელ წერილს აქვეყნებს. მისი ადრესატი, ევროპარლამენტის დეპუტატი ფოტიგაა. ის წერს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები დაიშვებიან. ბრეგაძე ანა ფოტიგასგან ტერმინ – “პოლიტიკური პატიმრის” განმარტებას ითხოვს და წერს, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ სხვა რომელიმე ავტორიტეტულ ინსტიტუტს ასეთად არ მიუჩნევია არცერთი პატიმარი საქართველოში”. ამასთან, რატი ბრეგაძე ანა ფოტიგასთვის უარს, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მოტივით ხსნის.