აშშ-ში მოღვაწე 100-მდე ქართველი ექიმი კონგრესს სააკაშვცილის სიცოცხლის გადარჩენაში ჩარევას სთხოვს | 13.11.2021

ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მედიკოსები შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური გზავნილით მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობასა და მისი შიმშილობის შესახებ საუბრობენ. ქართველი ექიმები სთხოვენ შეერთებულ შტატებს, არ მიატოვოს მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში და ჩაერიოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაში. მიმართვას აშშ-ში მოღვაწე ასამდე ქართველი ექიმი აწერს ხელს.

“შოკისმომგვრელია, რომ ციხის საავადმყოფოს ექიმები, ციხის ადმინისტრაცია და პოლიტიკურ ხელმძღვანელობა ორკესტრირებულად მოქმედებენ სააკაშვილის ფიზიკური და პოლიტიკური ლიკვიდაციისთვის, იმ მეთოდებით, როგორც კრემლი უსწორდება საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს. პრეზიდენტი სააკაშვილი არის მუდმივი თვალთვალის და ფსიქოლოგიური წამების ქვეშ. მოგიწოდებთ, გაუგზავნოთ საქართველოს მთავრობას მძიმე და მკაფიო გზავნილი, რომ უზრუნველყონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება და დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად. პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა, დააჩქარებს მომავალში საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების, თავისუფლების პრინციპების და დემოკრატიის ერთგულებას,” – ექიმების ღია წერილი.