მორიგი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით | 12.11.2021

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. ისინი უწყებასთან მეტროსადგურ დიდუბიდან  მსვლელობით მივიდნენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ,  უნდა შეწყდეს პრეზიდენტ სააკაშვილის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ხალხმა კი პენიტენიცური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრების გამო პროტესტი უფრო აქტიურად უნდ აგამოხატოს. ოპოზიცია აქციების შეწყვეტას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ შემდგომი რეაბილიტაციისთვის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები