ჩვენ მართლები ვართ! ბევრი სიურპრიზი გელოდებათ! მორიგი აქცია – სუს-თან | 11.11.2021

მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით  დღეს ოპოზიციამ მორიგი აქცია გამართა. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები,  ვაჟა-ფშაველას გამზირზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ახლოს შეიკრიბნენ. პოლიტიკური განცხადებების შემდეგ კი სუს-თან გადაინაცვლეს. ლილუაშვილის უწყებას ასობით პოლიციელი იცავდა.

საპროტესტო აქციის ორ მონაწილეს დღეს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ – ქალს და მამაკაცს ერთ-ერთი კორპუსიდან ნასროლი ქვები მოხვდათ. ერთ-ერთი დაზარალებული პოლიციამ უკვე დაკითხა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.