პროცესები ამგვარად სტალინის საბჭოთა პერიოდშიც კი არ განვითარებულა – კარლ ბილდტი | 11.11.2021

მიხეილ სააკაშვილისთვის  სასამართლო პროცესზე დასწრების უფლების შეზღუდვას კარლ ბილდტი ეხმაურება. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანათავმჯდომარე  საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელ twitter-ზე აფიქსირებს. ის მომხდარს აღმაშფოთებელს უწოდებს. დიპლომატი ამბობს, რომ პროცესები ამგვარად სტალინის საბჭოთა პერიოდშიც კი არ განვითარებულა.