ელენე ხოშტარიას შიმშილობის მეცხრე დღე და ჯანმრთელობის მდგომარეობა | 11.11.2021

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. “დროას” ლიდერი, რომელიც  მე-9 დღეა შიმშილობს ამბობს, რომ რამდენიმე ანალიზში ცვლილების მიუხედავად, საერთო ჯამში მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. პოლიტიკოსის თქმით, საფრთხის თავიდან არიდების მიზნით და  სასიცოცხლო პარამეტრების გასაუმჯობესებლად ის მეორე გადასხმის გაკეთებასაც დათანხმდა. ელენე ხოშტარიას მოთხოვნა უცვლელია.  ის შიმშილობას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე აპირებს.