“მესამე პრეზიდენტი მიჩნეულია, ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების მსხვერპლად – ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა | 10.11.2021

“მესამე პრეზიდენტი მიჩნეულია, ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების მსხვერპლად” – ცენტრი “ემპათია”  მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში წამების ფაქტზე,  ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს.  “ემპათია”-ში ამბობენ, რომ სააკაშვილი  საპატიმრო დაწესებულებებში ყოფნისას სხვადასხვა სახის ღირსების შემლახავ მოპყრობას დაექვემდებარა, მათ შორის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წამებას.   შემაჯამებელ დასკვნაში ცენტრი “ემპათია” მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური წამების შეწყვეტასა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანას ითხოვს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები