“თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ უკვე სიკვდილის ზღვარია, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს” | 09.11.2021

მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოში  უკვე მე-7 დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარია. “დროას” ლიდერი აცხადებს, რომ გუშინდელი მოვლენების შემდეგ შიმშილობის შეწყვეტას არც კი განიხილავს. ხოშტარია არც მედიკამენრების მიღებას აპირებს იქამდე ვიდრე მის სასიცოცხლო პარამეტრებს საფრთხე არ შეექმნება. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში მოტყუებით გადაყვანა იყო სასტიკი შურისძიების აქტი და მიუთითებს იმაზე, რომ ყველა მოქალაქე სასტიკი რეჟიმის საფრთხის ქვეშ არის.