აქცია იუსტიციის სამინისტროსთან მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით | 09.11.2021

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა იუსტიციის სამინისტროსთან.  რატი ბრეგაძესთან შეხვედრის მოთხოვნით, უწყებასთან  ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, თუმცა  იუსტიციის მინისტრი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს არ შეხვდა. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროსთან მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.