ელენე ხოშტარიას შიმშილობის მეოთხე დღე პარლამენტში – “დროას” ლიდერი პროტესტის გამწვავბაზე საუბრობს | 06.11.2021

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილს განაგრძობს. “დროას” დამფუძნებელი უკვე მეოთხე დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. ხოშტარიას განცხადებით, გარკვეული დროის შემდეგ, თუ არ იქნება რეაგირება მის მოთხოვნაზე, პროტესტი გამწვავდება.