ელენე ხოშტარიას შიმშილობის მესამე დღე – მოთხოვნა უცვლელია | 05.11.2021

ელენე ხოშტარია პარლამენტში უკვე მესამე დღეა შიმშილობს. მოთხოვნა უცვლელია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. “დროას” ლიდერის თქმით თუ გარკვეული დროის შემდეგ მის შიმშილს რეაგირება არ მოყვება პროტესტის  უფრო მწვავე ფორმას გამოიყენებს, თუმცა ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობს.

შიმშილობის მესამე დღეს ოპოზიციონერი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” ერთადერთმა ლიდერმა,  კახა კუჭავამ მოინახულა. პარლამენტის თავმჯდომარე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. თუმცა, როგორც კუჭავა ამბობს სხვა თემებზე არ უსაუბრიათ, მათ შორის არც შიმშილის მიზეზებზე. მოშიმშილე დეპუტატმა პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.

ელენე ხოშტარიას, მოსანახულებლად პარლამენტში მივიდა ექიმი და “ევროპული საქართველოს” წევრი, ვახტანგ კალოიანი.  მან ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტა ურჩია, თუმცა “დროას” ლიდერისგან უარი მიიღო. გარდა პოლიტიკოსებისა მოშმშილე დეპუტატის სანახად მივიდნენ მედიამენეჯერები და ჟურნალისტებიც, მათ შორის “ტვ პირველის” მფლობელი, ვატო წერეთელი.

“დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.