„გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე“ – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები | 04.11.2021

„გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე“ – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ექიმებმა პროტესტი, ბათუმში, ევროპის მოედანზე გამოხატეს. ისინი, ხელისუფლებას მიმართავენ, რომ ადამიანის სიცოცხლე, პრინციპებზე მაღლა დააყენოს. მედიკოსების თქმით, პატიმარი ექს-პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა და შესაძლოა, მისი პროტესტის ეს ფორმა, ფატალურად დასრულდეს. ისინი, მიხეილ სააკაშვილის, მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. ექიმები პეტიციის შექმნასა და ხელმოწერების შეგროვების დაწყებას გეგმავენ.