თევზით მოვაჭრეების უკმაყოფილება და ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილება | 03.11.2021

ხმაური იყო ბათუმში.  მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ წერეთლის ქუჩაზე თევზით მოვაჭრეებს ტერიტორია დაატოვებინა. გარემოვაჭრეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე, სადაც მუნიციპალიტეტი გადასვლას სთავაზობს, მაღალი გადასახადია და იჯარის გადახდას ვერ შეძლებენ. მუნიციპალურ ინსპექციაში კი აცხადებენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისგან მიიღეს შეტყობინება ანტისანიტარიის შესახებ.