არჩევნების შედეგები აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას – მდინარაძე | 03.11.2021

“არჩევნების შედეგები აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას” ამ  განცხადებით “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ცესკოს მიერ კონკრეტული უბნების ხელახლა გადათვლებს გამოეხმაურა. მამუკა  მდინარაძე ამბობს, რომ ხმების გადათვლებმა მეორე ტურის შედეგებსა და კანდიდატების მიერ მიღებულ ხმების პროცენტულ მაჩვენებელზე მინიმალური გავლენა მოახდინა. რაც მმართველ გუნდს აძლევს იმის თქმის საფუძველს რომ არჩევნები გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა .