კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი ამომრჩეველს აქტიურობუისკენ მოუწოდებენ | 30.10.2012

საარჩევნო პროცესს აკვირდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. ელჩმა კარლ ჰარცელმა ამომრჩეველს  არჩევნებზე მისვლისა და აქტიურობისკენ მოუწოდა. მან მწუხარება გამოთქვა იმ პოლარიზაციის გამო, რომელიც ქვეყანაშია. მისი თქმით, საქართველოს წინსვლა და ამ მიმართულებით მუშაობა სჭირდება, რათა გაიდოს ხიდები და შეიქმნას ნდობა მხარეებს შორის, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დასრულება არჩევნების მეორე ტური.

რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი. დეგნანმა დემოკრატიის არსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი. ელჩმა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები