რას ითხოვს მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი | 29.10.2021

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს მისი მერიკელი ადვოკატი. ჯონ სენდვიჯი სპეციალურ წერილში, რომლითაც საქართველოს იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრებს მიმართავს, წერს რომ სააკაშვილის დაკავება, არღვევს არა მხოლოდ მათ ნაკისრ ვალდებულებას, არამედ საერთაშორისო კანონსაც.  მესამე პრეზდენტის უფლებადამცველი ფიქრობს, რომ   მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია. წერილში ადვოკაატმა განიხილა, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის სავარაუდო საკითიც და განმარტა, რომ  ყოფილი პრეზიდენტის იქ გადაყვანა დაუშვებელია. ფიქრობს, რომ ეს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პატიმრობაში მყოფი პირების მხრიდან, მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გამოიწვევს.

“გვესმის, რომ იუსტიციის მინისტრი აპირებს, პრეზიდენტი სააკაშვილი მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანოს. როგორც მაღალი დონის პატიმარი, ეს შეუსაბამოა. ეს გადაყვანა სავარაუდოდ, გამოიწვევს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას მისი პრეზიდენტობის დროს პატიმრობაში მყოფი პირების მხრიდან, ასევე დაექვემდებარება პრეზიდენტ სააკაშვილის უხარისხო სამედიცინო მომსახურებას.ეს დაარღვევს საქართველოს ვალდებულებებს, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და დაცვის შესახებ. ჩვენს შეშფოთებას აძლიერებს პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობის უაღრესად პოლიტიკური ხასიათი. მისი დაკავების საეჭვო გარემოებებისა და წინასწარი ნასამართლობის გათვალისწინებით. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი კეთილდღეობის დაცვაზე გაზრდილია და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია. იმისათვის, რომ შეასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და საერთაშორისო სამართლის მანდატები ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ პრეზიდენტი სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, ან, უფრო შესაბამისი იქნებოდა, რომ გაათავისუფლოთ ის უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობიდან,” – განაცხადა ჯონ სენდვიჯმა.