“მოდი არჩევნებზე” და “აღარ მოეკიდო გაგებით!”- ევროპული საქართველოს“ პერფორმანსი მეორე ტურის წინ | 29.10.2021

“მოდი არჩევნებზე” და “აღარ მოეკიდო გაგებით!”- ამ წარწერებით ბუშტები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან, “ევროპული საქართველოს” წევრებმა  გაუშვეს. აქცია-პერფომანსის მიზანი, მოქალაქეებისთვის იმის თქმაა, რომ არჩევნების მეორე ტურზე მისვლა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია. როგორც პარტიის ლიდერები ამბობენ, თვითმმართველობის არჩევნები იქნება ბიძგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის.