სააკაშვილის ახალი გზავნილები ციხდან არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე – შიმშილობის 29-ე დღე | 29.10.2021

მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 29-ე დღეა შიმშილობს. პროტესტის ამ ფორმის შედეგი დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნახა და თქვა, რომ საქართველოს მესამე  პრეზიდენტი ფიზიკურად დასუსტებულია, თუმცა თავს მხნედ გრძნობს.  მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარი არ არის და მისი ბედი გარკვეულწილად სახელმწიფოს მომავალს უკავშირდება.

320-ე საკანში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, შიმშილობის პერიოდში, სამედიცინო დახმარება უკვე რამდენჯერმე დასჭირდა. ახლა კი, როცა სააკაშვილმა მკურნალობაზეც უარი თქვა,ადვოკატები მისი   ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ვარაუდობენ.  ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია და  არსებობს გულის გაჩერების რისკი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები