ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში | 26.10.2021

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად  დეპუტატები ნონა მამულაშვილი და გიორგი ხელაშვილი დაუპირისპირდნენ. კამათის მიზეზი საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის დაბარების საკითხი გახდა, ინიციატორი სალომე სამადაშვილი იყო. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ მას “ქართული ოცნების” დეპუტატმა შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო რეპლიკით მიმართა. მამულაშვილი  გიორგი ხელაშვილის  რეპლიკაზე პარლამენტის ეთიკის კომისიის რეაგირებას ითხოვს.