„ოცნება“ აქციისთვის ემზაედება – 27 ოქტომბერს მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან | 25.10.2021

“ქართული ოცნება” აქციისთვის ემზადება. როგორც პარტიაში ამბობენ, 27-ი ოქტომბერს, მმართველი პარტიის მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან. მიზანი კი, “ქართული ოცნების” ლიდერების თქმით,  იმის დადასტურებაა, რომ ქვეყანაში  ბოროტება  ვერ გაიმარჯვებს. მმართველი პარტია ამ განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაზე” მიანიშნებს. რაც შეეხება კითხვას, ატარებს  თუ არა “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გასულ კვირას გამართული აქციის კონტრაქციას, მმართველ პარტიაში პასუხობენ, რომ არჩევნებამდე რამდნეიმე დღით ადრე, ეს მხოლოდ პარტიის შემაჯამებელი აქციაა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები