“რუსეთში გაჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი საქართველომდეც მოაღწევს” | 22.10.2021

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთში გაჩენილი კორონავირუსის ახალი საქართველომდეც მოაღწევს, ვინაიდან  ორ ქვეყანას შორის მობილობა  მაღალია.  სპეციალისტების შეფასებით, ახალმა ვირუსმა შესაძლოა შემთხვევების  ნახტომისებური ზრდა გამოიწვიოს და დელტა შტამი ჩაანაცვლოს.

ქვეყანაში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ისევ საგანგაშოია.  გასულ დღე-ღამეში ვირუსს  40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,  4155 ადამიანი კი დაინფიცირდა.  ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე კი კვლავ დაბალია ვაქცინაციის ტემპი.  ბოლო 24 საათში COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით  მხოლოდ 5 543 პირი აიცრა. ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობამ კი 1 900 000 გადააჭარბა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები