წინასაარჩევნო დაპირებები “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატისგან | 20.10.2021

წინასაარჩევნო დაპირებები “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატისგან. კახი კალაძეთბილისში სოციალურად დაუცველ პენსიონერებს  მედიკამენტების  500 ლარიან ვაუჩერებს პირდება. თბილისის მოქმედი მერის  გადაწყვეტილებით,  ვაუჩერის გამოყენებას  ისინი  ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტების შესაძენად შეძლებენ.

კიდევ ერთ დაპირებას კახი კალაძე, ავარიულ შენობაში მცხოვრებ მოქალქებს აძლევს. მისი თქმით, მოსახლეობის მიმართვის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლების განახლება სრულიად უფასოდ მოხდება. კახი კალაძე საცხოვრებელ ფართებს პირდება, უსახლკარო ადამიანებს. კიდევ ერთი სიახლე რომელზეც მერმა, მთავრობის დღევანდელ სხომაზე ისაუბრა, მიკროავტობუსებს შეეხება. მისი თქმით, 23 ოქტომბრიდან თბილისის მოსახლეობას 54 ახალი მიკრო ავტობუსი და 38 რვა მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები