70-ზე მეტი ევროპელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს | 18.10.2021

70-ზე მეტი ევროპელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ლიეტუვის და უკრაინის ყოფილი პრეზედენტები, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 25 ევროპარლამენტარი, ყოფილი ელჩები და დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ღია წერილს ავრცელებენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობის შეწყვეტას ითხოვენ იქამდე, ვიდრე სააკაშცვილს არ მიეცემა საშუალება წარდგეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე. წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ბრალდებები, რომელთა გამოც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს სასჯელს იხდის, არ არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული, რის გამოც ის წლების განმავლობაში თავისუფლად ცხოვრობდა და მუშაობდა სხვადასხვა ქვეყანაში ისე, რომ მისი ექსტრადიციის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. ევროპელი პოლიტიკოსების ღია წერილის ადრესატები ევროსაბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები არიან.

“ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედების მიმართ, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი. ახლა დუმილის დრო აღარ არის. საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად და არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე, მისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალდებისათვის. ქართული მართლმსაჯულების სისტემისადმი უნდობლობის ფონზე შექმნილი ვითარების განსამუხად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება პროცესის ნორმალიზებისთვის. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების ხანა საბოლოოდ უნდა დასრულდეს. ეს ნათლად იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიაციით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც მოგვიანებით უარყოქართულმა ოცნებამ“. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაუხსნას სტაბილურობისკენ მიმართულ ეროვნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კრიზისის დასრულებას და იმ კურსის აღდგენას, რომელიც ქართველ ხალხს სურს თავისი ერის მომავლისთვის,” – ნათქვამია ევროპელი პოლიტიკოსების წერილში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები