„ევროპული საქართველო“ კომპანია „ალმას“ სასამართლოში უჩივის და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს | 18.10.2021

“ევროპული საქართველო” სარეკლამო კომპანია “ალმას” სასამართლოში უჩივის. პარტია კომპანიას კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. გიორგი ნონიაშვილის და ბესიკ დონაძის თქმით, “ევროპულმა საქართველომ”  ბიძინა ივანიშვილის შესახებ პოლიტიკური სატირის ბანერის განთავსებაზე “ალმასთან” კონტრაქტი გააფორმა გადაიხადეს თანხაც, თუმცა სარეკლამო კომპანიამ ჯერ პირობები სატავისოდ შეცვალა, ხოლო ბოლოს დაკვეთის შესრულებაზე პარტიას საერთოდ უარი უთხრა. “ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ ალმამ ხელშეკრულების პირობების დარღვევით მათ წინასაარჩევნო კამპანიას ხელი შეუშალა.