ბოლო 24 საათში ვირუსით 3270 ადამიანი დაინფიცირდა | 15.10.2021

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ისევ მაღალია. ბოლო 24 საათში ვირუსით 3270 ადამიანი დაინფიცირდა, 26 – გარდაიცვალა.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე COVID–19  ჯამში 9 396 პირი ემსხვერპლა.  მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე კი მკვეთრად შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 843  ადამიანი აიცრა. ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობამ კი 1 800 000-სს გადააჭარბა.