ხანძარი ციხეში და გარდაცვლილი პატიმრები | 15.10.2021

რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს 2 პატიმრის  რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადვოკატ ჯაბა კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით,  ციხის სასადილოში, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ერთი პატიმარი მეორის გადასარჩენად შევიდა, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო ორივე გარდაიცვალა. ადვოკატები ამბობენ, რომ რეაგირება დაგვიანებული იყო.

საქმის მოკვლევა დაიწყო ომბუდსმენის აპარატმა. ნინო ლომჯარია ციხეში არსებულ ვითარებას თავად გაეცნო. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2 პატიმარი დაიღუპა არა დამწვრობის შედეგად, არამედ ძლიერი დაკვამლიანების გამო.

მომხდარზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე დაიწყო.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები