საკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციაზე კოლონები რეგიონებიდან დილიდან დაიძრა | 14.10.2021

მიხეილ საკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე დასასწრებად სამანქანო კოლონები რეგიონებიდან დღეს დილიდან  დაიძრნენ. თბილისში მოქალაქეების  ყველაზე დიდი ნაწილი  სამეგრელოდან გამოემართა. შეკრებილებს შორის “ნაციონალური მოძრაობის წევრები”  და მხარდამჭერები იყვნენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება აჭარაც.  აქციაზე დასასწრებად “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და ლიდერები ბათუმიდან თბილისის მიმართულებით დილიდან გამოემართნენ.  შეკრებილების აქციაზე ჩამოსვლის მთავარი მიზანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან დაიყოვნებლივ გათავისუფლებაა.

თბილისში  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გდაგეგმილ აქციას შეუერთდა იმერეთი, კახეთი და შიდა ქართლიც.