აუცილებელია, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა | 14.10.2021

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს თბილისში დაგეგმილ აქციას ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარეც. კახა კუჭავამ, მედიის წარმომადგენლების კითხვის პასუხად, აპირებენ თუ არა აქციის დარბევას, თქვა, რომ სამართალდამცავები აქციის მშვიდობით ჩატარებას უზრუნველყოფენ. კუჭავამ ისაუბრა დღეს საქართევლოს ექს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც.  ამბობს, რომ აუცილებელია, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის,  არამედ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

კახა კუჭამ დღეს, სასულიერო პირების ნაწილის, იმ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც პოლიტიკურ შერიგებას შეეხება. პარლამენტის თავმჯდომარე სასულიერო პირების ინიციატივას იზიარებს და თვლის, რომ ეს აუცილებელია. კუჭავას თქმით, მეორე ტურის დასრულების შემდეგ პარლამენტში ამ მიმართულებით საინტერესო ინიციატივები იქნება.