“სააკაშვილს უნდოდა მოეხდინა არეულობა, თუმცა ხელისუფლებამ ქვეყანას ეს განსაცდელი აარიდა” | 14.10.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მსჯავრდებულ პრეზიდენტზე საუბარი აღარ სურს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილზე საუბარი საკმარისია და ახლა საქმეზე უნდა კონცენტრირდნენ. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში მხოლოდ ერთი მიზნით ჩამოვიდა, უნდოდა მოეხდინა დესტაბილიზაცია და არეულობა, თუმცა ხელისუფლებამ ქვეყანას ეს განსაცდელი აარიდა.

პრემიერი რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ მასშტაბურ აქციასაც გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები