ვიქტორ იუშენკოს მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს- ექსპრეზიდენტი ვიდეოს ავრცელებს | 13.10.2021

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის მხარდამჭერ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს და ქართველ ხალხს მიმართავს.  გამოქვეყნებულ ვიდეოში იუშენკო  მოქალაქეებს ახსენებს  თუ როგორ შეცვალა უკეთესობისკენ  მიხეილ სააკაშვილმა საქართველო საკუთარი მმართველობის დროს.

“2003 წელს ქართველმა ერმა ახალი პოლიტიკური კურსი აირჩია. კურსი, რომელმაც თქვენი ერი მალევე მიიყვანა სამართლიან არჩევნებამდე, თავისუფალ ჟურნალისტებამდე და, ზოგადად, პრესის თავისუფლებამდე. თქვენს ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრება უსაფრთხო გახდა. გაქრა კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული. თქვენს სახლებში ელექტროენერგია და სითბო უკვე რეგულარულადაა. , საქართველო შეიცვალა, მთელი მსოფლიოსთვის გაიხსნა – აქ მილიონობით ტურისტი ჩამოვიდა, რომლებსაც საქართველო შეუყვარდათ. თქვენ გეწვიეთ ათასობით, შესაძლოა, ათიათასობით ინვესტორი, საქართველოს სამყარო შეიცვალა როგორც შინაგანად, ასევე გარედან. მაგრამ თქვენს მტრებს ასეთი საქართველო არ მოეწონათ. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თქვენთან ერთად იდგა და ახლა გამოძიებასა და სასამართლო პროცესს ელოდება. მინდა, რამდენიმე პოზიციაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო არ შევიდეს დესტაბილიზაციის ზონაში, განსაკუთრებით, საშინაო საკითხებში. რომ საქართველომ არ დაუშვას დემოკრატიული დაცემა და იზოლაცია. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!”