ამერიკის შეეთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოში ჩამოდის | 13.10.2021

ამერიკის შეეთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოში ჩამოდის. ინფორმაციას პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი  ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ლოდ ოსტინი  საქართველოს თავის გუნდთან ერთად ევროპულ ტურნეში მოგზაურობის ფარგლებში ეწვევა. ვიზიტის ზუსტი თარიღები მედიისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

შშ-ის თავდაცვის მდივნის, საქართველოში დაანონსებულ ჩამოსვლას ისტორიულს უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.  დავით ზალკალიანის განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას განხილული იქნება როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი.